აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ძალაუფლება მხოლოდ მისივე „საკუთარი მორალით“ არის შეზღუდული. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა მის გლობალურ ძალაუფლებაზე, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, არის ერთი რამ. ჩემი საკუთარი მორალი. ჩემი საკუთარი გონება. ეს ერთადერთია, რასაც შეუძლია, შემაჩეროს“.
„მე არ მჭირდება საერთაშორისო სამართალი“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თავად იქნება არბიტრი იმის გადაწყვეტისას, თუ როდის გავრცელდება საერთაშორისო სამართლის შეზღუდვები შეერთებულ შტატებზე.
„ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია საერთაშორისო სამართლის თქვენეული დეფინიცია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.