დონალდ ტრამპი - ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნიდან წასასვლელ ადგილს ეძებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უკრაინაზე თავდასხმისთვის რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენეს
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,030 over past day
Ukrainian paratroopers repel massive Russian assault in Sumy region
Ukrainian paratroopers repel massive Russian assault in Sumy region
Ukraine’s border guards smash Russian communications antenna, shelters in Kursk sector
Ukraine’s Air Force: Russia likely launched ballistic missiles at Lviv region from Kapustin Yar
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ უწყვეტად, მინიმუმ 6 თვე იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე - ვახორციელებთ ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას

08.01.2026 ნახვები: 241

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფრომაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი, საქართველოს მოქალაქეა.

როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ახორციელებენ.

„ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს, აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის, საქართველოს 6 მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან უკრაინის 20 და რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა