ნიკოლოზ ჯავახიშვილი - მივმართავ "ქოც-რუსებს": შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ
ემანუელ მაკრონი - აშშ მოკავშირეებს ზურგს აქცევს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე - ვახორციელებთ ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას
შალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირი მოლაპარაკების პროცესი არ არსებობს
მურთაზ ზოდელავა - 4-მა ოქტომბერმა ბევრი მითი შეიძინა, სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა
პაატა მანჯგალაძე - ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ სადმე რამე დავგეგმე
Russia loses 1,400 personnel, 17 artillery systems in war against Ukraine over past day
Ukrainian forces storm and capture Russian stronghold in Rodynske

ლინდსი გრემი - დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს მწვანე შუქი აუნთო

08.01.2026 ნახვები: 223

ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს „მწვანე შუქი“ აუნთო.

„დღეს პრეზიდენტ ტრამპთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ, მან მწვანე შუქი აუნთო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელზეც სენატორ ბლუმენტალთან და ბევრ სხვასთან ერთად თვეების განმავლობაში ვმუშაობდი. ეს დროული იქნება, რადგან უკრაინა მშვიდობისთვის დათმობებზე მიდის, პუტინი კი მხოლოდ ლაპარაკითაა დაკავებული და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას აგრძელებს“, - წერს სენატორი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს საშუალებას მისცემს დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც ყიდულობენ იაფ რუსულ ნავთობს და პუტინის „ომის მანქანას კვებავენ“.

„ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს უზარმაზარ ბერკეტს მისცემს ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, რათა წაახალისოს ისინი, შეწყვიტონ იაფი რუსული ნავთობის ყიდვა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მიერ მოწყობილი სისხლისღვრის დაფინანსებას უზრუნველყოფს. მოუთმენლად ველი ორპარტიული კენჭისყრის ძლიერ შედეგებს, რომელიც, იმედია, მომავალ კვირას გაიმართება“, - წერს სენატორი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა