ნიკოლოზ ჯავახიშვილი - მივმართავ "ქოც-რუსებს": შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ
ემანუელ მაკრონი - აშშ მოკავშირეებს ზურგს აქცევს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე - ვახორციელებთ ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას
შალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირი მოლაპარაკების პროცესი არ არსებობს
მურთაზ ზოდელავა - 4-მა ოქტომბერმა ბევრი მითი შეიძინა, სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა
პაატა მანჯგალაძე - ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ სადმე რამე დავგეგმე
Russia loses 1,400 personnel, 17 artillery systems in war against Ukraine over past day
Ukrainian forces storm and capture Russian stronghold in Rodynske

მარკო რუბიო - აშშ-ს ვენესუელისთვის სამეტაპიანი გეგმა აქვს

08.01.2026 ნახვები: 222

აშშ-ს ვენესუელისთვის სამეტაპიანი გეგმა აქვს, რომელიც ქვეყნის სტაბილიზაციით დაიწყება, შემდეგ კი ქვეყნის აღდგენისა და გარდამავალი პერიოდის ზედამხედველობით გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გააკეთა.

მისი თქმით, ვაშინგტონს არ სურს, რომ ეს პროცესები ქაოსში გადაიზარდოს.

„პირველი ნაბიჯი ქვეყნის სტაბილიზაციაა. ჩვენ არ გვინდა, ის ქაოსში გადაიზარდოს. ამ სტაბილიზაციის ნაწილი და მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვესმის და გვჯერა, რომ ყველაზე ძლიერი შესაძლო ბერკეტი გვაქვს, ჩვენი კარანტინია. როგორც დღეს ნახეთ, დაკავებულია კიდევ ორი გემი. ახლა ჩვენ ამ პროცესში ვართ და მთელი ნავთობის წასაღებად, ფაქტობრივად, შეთანხმების დადებას ვაპირებთ. მათ აქვთ ნავთობი, რომელიც ახლა ვენესუელაშია გაჭედილი. მათ მისი გატანა ჩვენი კარანტინისა და სანქციების გამო არ შეუძლიათ. ჩვენ ვაპირებთ 30-დან 50 მილიონ ბარელამდე ნავთობი ავიღოთ. ჩვენ მას ბაზარზე საბაზრო ფასებში გავყიდით და არა იმ ფასდაკლებებით, რომლებსაც ვენესუელა იღებდა. ამ ფულის განაწილებას ჩვენ გავაკონტროლებთ ისე, რომ ვენესუელელი ხალხისთვის იყოს სასარგებლო და არა კორუფციისა და რეჟიმისთვის. ასე რომ, ჩვენ გვაქვს დიდი ბერკეტი სტაბილიზაციის ფრონტზე გადასასვლელად.

მეორე ფაზა, რომელსაც ჩვენ აღდგენას ვუწოდებთ, გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ ამერიკულ, დასავლურ და სხვა კომპანიებს ვენესუელის ბაზარზე სამართლიანი გზით წვდომა ჰქონდეთ. ამავდროულად, ვენესუელაში ეროვნულ დონეზე შერიგების პროცესი დაიწყება, რათა ოპოზიციური ძალები ციხეებიდან ამნისტიით გაათავისუფლონ ან ქვეყანაში დააბრუნონ და სამოქალაქო საზოგადოების აღდგენა დაიწყონ. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, მესამე ფაზა გარდამავალი პერიოდი იქნება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა