Ukraine’s border guards smash Russian communications antenna, shelters in Kursk sector
Ukraine’s Air Force: Russia likely launched ballistic missiles at Lviv region from Kapustin Yar
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ უწყვეტად, მინიმუმ 6 თვე იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ
Escape from occupied Kherson region becomes increasingly difficult – Prokudin
War against Ukraine accelerates utility collapse in Russia – intelligence
US embassy warns of possible large-scale air attack on Ukraine
Ukrainian forces holding northern Pokrovsk, pushing enemy back in Myrnohrad – CinC Syrskyi
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება

დონალდ ტრამპი - მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა​

08.01.2026 ნახვები: 211

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინეაპოლისში ჩატარებულ ოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE-ის) აგენტმა გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა.

„ახლახან ვნახე მინეაპოლისშიმინესოტაში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამის ყურება საშინელებაა. ქალი, რომელიც ყვიროდა, აშკარად პროფესიონალი აგიტატორი იყო, ხოლო ქალი, რომელიც მანქანას მართავდა, უწესრიგოდ მოქმედებდა, ხელს უშლიდა და ეწინააღმდეგებოდა, შემდეგ კი განზრახ, ძალადობრივად და სასტიკად გადაუარა ICE-ს ოფიცერს, რომელმაც, როგორც ჩანს, მას თავდაცვის მიზნით ესროლა.

თანდართული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის (ოფიცერი) ცოცხალია, მაგრამ ახლა საავადმყოფოში გამოჯანმრთელებას ცდილობს. ვითარება სრულყოფილად შესწავლის პროცესშია. ამ ინციდენტების მიზეზი ის არის, რომ რადიკალი მემარცხენეები ყოველდღიურად ემუქრებიან და თავს ესხმიან ჩვენს სამართალდამცველებსა და საიმიგრაციო სამსახურის აგენტებს. ისინი კი ცდილობენ, თავიანთი საქმე აკეთონ – ამერიკა უსაფრთხო გახადონ“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქვეყანა სამართალდამცველების გვერდით უნდა დადგეს და დაიცვას ისინი იმ რადიკალური მემარცხენე მოძრაობისგან, რომელიც ძალადობასა და სიძულვილს აღვივებს.

შეგახსენებთ, მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა ავტომობილში მყოფი ქალი მას შემდეგ მოკლა, რაც მან სამართალდამცველებისთვის მანქანის შეჯახება სცადა.

 
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა