აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სჯერა, რომ უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციას დაარტყა.
„არ მჯერა, რომ ასეთი დარტყმა განხორციელდა. რაღაც მოხდა იქ, მახლობლად, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთან“, – განაცხადა ტრამპმა Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, 29 დეკემბერს, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა მის რეზიდენციაზე.