ევროპის სახელმწიფოების ლიდერებმა გრენლანდიის საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
მიხეილ სააკაშვილი - სანამ „ქოცებს“ ცხვირი საცივში გაქვთ ჩარგული, „დიფსთეითის გავლენის ქვეშ მოქცეულმა ტრამპმა“ დაატყვევა და ციხეში წააცუნცულა თქვენი სულიერი ძმა მადურო
IPN - ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია
ფრიდრიხ მერცი - უკრაინა ჰუმანიტარული ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა
დონალდ ტრამპი - ვენესუელის მართვაზე პასუხისმგებელი მე ვიქნები
ამინდი 6 იანვარს
წალენჯიხის მერი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
წალენჯიხის მუნიციპლიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ

მარკო რუბიო - ჩვენ არ ვართ კუბის რეჟიმის დიდი მხარდამჭერები, რომელიც მადუროს უჭერდა მხარს

05.01.2026 ნახვები: 250

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ კუბას დიდი პრობლემები აქვს და შეერთებული შტატები არ არის კუბის რეჟიმის მხარდამჭერი.

„არ გეტყვით, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები და როგორი იქნება ჩვენი პოლიტიკა ამ საკითხში, მაგრამ არ ვფიქრობ, საიდუმლო იყოს, რომ ჩვენ არ ვართ კუბის რეჟიმის დიდი მხარდამჭერები, რომელიც, სხვათა შორის, მადუროს მხარს უჭერდა“, – განაცხადა რუბიომ „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, კუბელი მაღალჩინოსნები მადუროსთან ერთად ვენესუელაში მისი დაკავებამდე იმყოფებოდნენ.

„სწორედ კუბელები იცავდნენ მადუროს. მას არ იცავდნენ ვენესუელელი მცველები. მას კუბელი მცველები ჰყავდა“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა