გრიგოლ გეგელია - ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას"
Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული
ნიკა კაცია - საიდან მოვიდა ნარკოტიკი არათუ ჩემს ჯიბეში, საერთოდ, საქმეში?
მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია
ფრიდრიხ მერცი - თუ პუტინი ზელენსკისთან უპირობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა იქნება საჭირო
სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანას - რუსული ტიპის „სამართლიანობა“
საბა სხვიტარიძის ადვოკატი მოსამართლეს - მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, ასევე, ყველა მოწმე ცდილობს, მირიან ქავთარაძის მიმართ ლოიალობა გამოიჩინოს
ალეკო ელისაშვილი - დაუშვებელია ახალი სტადიონის აშენებას მილიარდი ლარი მოხმარდეს

მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია

26.08.2025 ნახვები: 213

ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის 2025 წლის ფინალისტთა სიაშია. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

მზია ამაღლობელთან ერთად, ფინალისტთა სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.

ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებების პრიზის მიზანია, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვეს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ.

2025 წლის პრემიის გამარჯვებული 29 სექტემბერს, სტრასბურგში გამოცხადდება.

ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა