მარკო რუბიო - პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია
დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს
Senator Graham: War could end before Christmas if Trump, Zelensky, and Putin meet
Zelensky and Trump planning to meet in Washington on August 18
Trump says he 'largely' agreed with Putin on 'land swaps'
Trump handed Putin letter from his wife about abducted Ukrainian children – Reuters
Putin after meeting with Trump: Ukraine's security must be guaranteed
ამერიკელი სენატორი - თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ეს ომი შობამდე დასრულდება

თეთრი სახლი - დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ის ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

16.08.2025 ნახვები: 210

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა.

დონალდ ტრამპი ალასკიდან ენდრიუსის ბაზაზე ჩავიდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა