გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან
War update: 214 clashes on front lines, heaviest fighting in Pokrovsk, Novopavlivka sectors
Russia's war casualty toll in Ukraine rises by 1,040 over past day
Ukraine to deploy drones for frontline medical evacuations – CinC Syrskyi
Russian agent preparing attacks on Kharkiv's energy infrastructure detained
Ukraine offers university support for students from occupied territories
Vatican Embassy in Kyiv damaged during Russian attack
Russia intends to prolong the war – Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის კანდიდატურას განიხილავს

11.07.2025 ნახვები: 228

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის კანდიდატურას განიხილავს.

„თუ მე გადავწყვეტ, და ეს ახლო მომავალში მოხდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი მთავარი ელჩი იყოს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, ეს ნამდვილად გავლენას იქონიებს უკრაინის მთავრობაში სერიოზულ გადაადგილებებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას შეცვლას აპირებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, ის უკვე დაუკავშირდა მარკაროვას და მადლობა გადაუხადა მისი საქმიანობისთვის.

„ბევრი რამ სწორედ მისზე არის დამოკიდებული. ღია ვარ, მინდა, რომ მან უკრაინაში იმუშაოს. თუ ის სხვანაირად გადაწყვეტს, ეს მისი არჩევანი იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა