სალომე ზურაბიშვილი - მოვიდეთ გონს - წინააღმდეგობის პლატფორმა გაცოცხლდეს და ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, გვჭირდება პროგრამა და გვაქვს - „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება
სალომე ზურაბიშვილი - ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი - დარწმუნებული ვარ, არ ჩატარდება
ევროპარლამენტის რეზოლუცია - SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, „რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა“
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძეს მივმართავ - ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
შს მინისტრი - ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი
Ukraine’s air defenses neutralize 718 Russian aerial threats, including seven missiles

სალომე ზურაბიშვილი - ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი - დარწმუნებული ვარ, არ ჩატარდება

09.07.2025 ნახვები: 242

ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანია, ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ და იხარჯება ძალიან დიდი ფულადი რესურსები და ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და დაიხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგებაც მე მიჭირს , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი არის ერთიანობა და ყველაფერი, რაც დაპირისპირებას ემსახურება, არის ბოლო ბერკეტები „ოცნების“ ხელში.

სალომე ზურაბიშვლის განცხადებით, თუ ქვეყანაში ვინმეს სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი და არჩევნების თემა შემოგდებულია "ქართული ოცნების“ მიერ იმისთვის, რომ დააპირისპიროს და გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს მომხრეები და მოწინააღმდეგეები, მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში შედეგიც მიღწეულია და აღნიშნავს, რომ "ჩვენ ვართ აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს".

ამასთან, ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება და დასძენს: "ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ხალხი ამ არჩევნების მითს".

ასევე, სალომე ზურაბიშვილი ბოიკოტის კამპანიას აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი გაყალბება კიდევ უფრო მარტივად არის შესაძლებელი, რადგან "შიშის, ფულის და მუქარის პირობებში" ადამიანების არჩევნებმდე მიყვანა შეიძლება და დიქტატორულ რეჟიმებში სწორედ ასე მთავრდება ბოიკოტის კამპანიები.

„ჩვენს ქვეყანაში სუფევს კრიმინალური, მაფიოზური წესები გარიგების, დაშინების. არცერთი მოქალაქე დაცული აღარ არის. ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული ქართული ოცნების“ იმისთვის, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეების და მოწინააღმდეგეები, შედეგიც მიღწეულია. ჩვენ ვართ აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება ბულინგი და ა.შ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხალხი ამ არჩევნების მითს. მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი. ერთადერთი ჩვენი ძალა არის ერთობა. არჩევნებში მონაწილეობის მხარე ხომ წარუმატებლობით დამთავრდება. არ არსებობს ამ პირობებში გამარჯვების ფორმულა. პარტიები, რომლებიც მონაწილეობის მომხრეები არიან, არ აცხადებენ მათ ამბიციად, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე ან თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს, არ ვიცი რა არის მიზანი, თუ ეს არის მათი პარტიული კონსოლიდაცია, ესეც არ მოხდება,უკვე მოყვა ისეთი დისკრედიტაცია რომ კონსოლიდაციაც არ იქნება მომავალში. ვერაფერს ვერ მიაღწევენ, როგორც რეალურ შედეგს.

მეორეს მხრივ ბოიკოტი როგორც კამპანია, რომელიც ესეც აბსურდია. არ არსებობს ბოიკოტის მაგალითი, რომელიც გამოცხადებული იქნება როგორც რამე გამარჯვება. დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გაყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად. შიშის, ფულის და მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, მოწინააღმდეგეები რომც იყვნენ. საერთოდ დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტის კამპანიები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა