Frontline update: 148 clashes in past day, nearly third in Pokrovsk sector
Sybiha on Russian massive attack after Putin spoke with Trump: Kremlin does it on purpose
ონისე ცხადაძე - მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა, ჩემთვის მკვლელები ხართ!
ვოლოდიმირ ზელენსკი - ზეწოლის გარეშე რუსეთი არ შეცვლის დესტრუქციულ ქცევას
ანდრეი სიბიგა - ასობით რუსული დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა კიევზე, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა
პეტრე ცისკარიშვილი: დასავლეთი უფრო იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ვიდრე თვითმარქვია ხელისუფლება
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - გინდ ციხეში იყვნენ, გინდ ციხის გარეთ, არ აქვთ წარმატების შანსი

პეტრე ცისკარიშვილი: დასავლეთი უფრო იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ვიდრე თვითმარქვია ხელისუფლება

04.07.2025 ნახვები: 227

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, "ოცნება" იძულებული გახდა, მხარი დაეჭირა ეუთოს რეზოლუციისთვის, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეალურ პროცესებს ასახავს. პოლიტიკოსის თქმით, დასავლელი პარტნიორები გაცილებით უფრო იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ვიდრე თავად "ოცნების" ხელისუფლება ბოლო 13 წლის განმავლობაში. 

რეზოლუციის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ, იმიტომ, რომ იქ ბევრი ისეთი პუნქტი იყო, რაც რეალობას, სიმართლეს ასახავდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, ისინი იძულებულნი გახდნენ იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩანს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უფრო მეტად იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ვიდრე ოდესმე ბოლო 13 წლის განმავლობაში ამ თვითმარქვია ხელისუფლებას დაუცავს. აქედან გამომდინარე, ისინი ერთგვარი მძევლებიც კი გახდნენ ამ რეზოლუციის და ამ ანგარიშის, შესაბამისად, ირიბად და შეიძლება, ვთქვათ, პირდაპირაც, მათ აიღეს ვალდებულება, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო -  "რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ"- ასე ქვია დღეს მიღებულ დოკუმენტს. 

ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეა შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამო.

ასევე, ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და რიტორიკას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის გუნდმა მხარი დაუჭირა პორტოში მიღებულ დეკლარაციას, რომელშიც კრიტიკული ჩანაწერები საქართველოს შესახებაც არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა