ჯო უილსონი - ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თეირანის ტერორისტული რეჟიმის საელჩოში მივიდა და სოლიდარობა გამოუცხადა, მათ ტერორისტული ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია უყვართ და ამერიკა სძულთ
ელჩი დანიგანი - არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიული მომავლის რწმენას
ისანში მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა
მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება
რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
ზურაბ ჯაფარიძე - თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? - შარმანაშვილმა კი, 2013 წელს, ელჩობის დროს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“
ანა წითლიძე ბრიტანეთის ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე - მკაფიოდ ითქვა, რომ გზას, რომლითაც „ოცნება“ მიდის, კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და დიქტატურის გაძლიერებაა
გიორგი გახარია მანდატების შეჩერებაზე - ჩვენ ეს ადრეც გვინახავს

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება

02.07.2025 ნახვები: 180

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლის ამოქმედების შედეგად მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება.

შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილებები განხორციელდა როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში.

მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლი - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში - შეძენა, შენახვა გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.

სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში 10 გრამიდან 150 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო უკანონოდ დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე.

რაც შეეხება დიდი ოდენობით მცენარე კანაფის (155-დან 750 გრამამდე), მარიხუანას - გამომშრალის შემთხვევაში 70-დან 250 გრამამდე, ხოლო ნედლის შემთხვევაში 140-დან 500 გრამამდე, შეძენა-შენახვას გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პასუხისმგებლობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა 6-დან 9 წლამდე.

განსაკუთრებულ დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც გულისხმობ მცენარე კანაფის 750 გრამიდან და მეტს, მარიხუანას - გამომშრალი შემთხვევაში 50 გრამიდან და მეტს, ხოლო ნედლის შემთხვევაში 500 გრამიდან და მეტს, შეძენა-შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებულია მარიხუანასა და მცენარე კანაფის რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა