მიხეილ სააკაშვილი - გუშინ რომ დანიშნეს შს ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას - ჩვენ საუკეთესოებს ვაწინაურებდით
ახალი კამპანია თიბისის მობაილბანკში - გახსენი საუკეთესო შეთავაზებები
“საუკეთესო ფრილანსერი” - თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის ახალი ნომინაცია
Only decisive international action can compel Russia to abandon its imperial ambitions – Ukraine at OSCE
Sybiha calls on Russia not to delay with 'memorandum': Why wait until Monday?
Ukraine needs another $30B to launch domestic arms production at full pace
Ukrainian border guards destroy two Russian communication towers, UAV takeoff position in Kursk sector
Ukrainian border guards destroy enemy tank, cannon, and hideout in key frontline sector

კიტ კელოგი - მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის უგუნური კომენტარია

28.05.2025 ნახვები: 231

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერ მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი უგუნური და სამწუხაროა.

„მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის სამწუხარო, უგუნური კომენტარია, რომელიც მსოფლიო სახელმწიფოს არ შეეფერება. პრეზიდენტი ტრამპი მუშაობს ამ ომის შესაჩერებლად და ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად. ველოდებით მემორანდუმის მიღებას, რომელსაც ერთი კვირის წინ დაგვპირდით. შეწყვიტეთ ცეცხლი ახლავე“, - წერს კელოგი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ იცის - მესამე მსოფლიო ომი. "რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს პუტინის „ცეცხლთან თამაშის“ და რუსეთისთვის „ძალიან ცუდი რამის“ შესახებ, მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი. იმედი მაქვს, ტრამპს ეს ესმის!" - აღნიშნა მედვედევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა