რუსებმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” - საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი
Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება
ჯინ შაჰინი - ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემაძრწუნებელი და უსამართლოა
დონალდ ტრამპი ივნისიდან ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების დაწესების წინადადებით გამოდის
ბრიტანეთის საელჩო - ზურაბ ჯაფარიძის დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას
ზვიად ცეცხლაძის მამა - ბრალდებულები სახლში არიან გასაშვები, არაფერი უმტკიცდებათ
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” - საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი

24.05.2025 ნახვები: 226

საქართველოში კიდევ ერთი დასავლელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) ავრცელებს.

საქმე ბრიტანელ ჟურნალისტს, უილ ნილს ეხება, რომელიც 20 მაისს, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, საქართველოში არ შემოუშვეს. უილ ნილი საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა.

RSF-ი აღნიშნავს, რომ ნილის საქართველოში არშემოშვება აპრილის დასაწყისში მის წინააღმდეგ “გაშავების” კამპანიას მოჰყვა, რომელსაც ქართველი პოლიტიკური ლიდერები და პრო-სამთავრობო გამოცემები უძღვებოდნენ. ასევე, აღნიშნულია, რომ „მათი თავდასხმა“ ნილის მიერ ბრიტანულ ჟურნალ Byline Times-ში გამოქვეყნებულ გამოძიებას მოჰყვა, "რომელშიც ჟურნალისტი ბიზნეს კავშირებზე საუბრობს ბრიტანეთში მდებარე კერძო სააქციო ჯგუფ Hunnewell Partners-სა და რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს შორის, რომელიც ევროკავშირის მიერაა დასანქცირებული. Hunnewell Partners-ი კი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია და პრო-სამთავრობო ტელეარხ “ტვ იმედს" ფლობს“.

„უილ ნილის შემთხვევა საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების რეპრესიების ახალ ეტაპს აღნიშნავს და მმართველების მიერ სახელისუფლო სტრუქტურებში ნებისმიერი დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების უარყოფას ნათლად აჩვენებს. იქნება ეს “გაშავების”კამპანიები, რომლებსაც პროსამთავრობო მედია და პოლიტიკოსები უძღვებიან, თუ ადმინისტრაციული დაბრკოლება, ეს დაშინების ტაქტიკები უნდა დასრულდეს. RSF-ი გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ აკრძალვას და მისი დაუყოვნებლივ მოხსნისკენ მოუწოდებს. ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა ასევე პასუხი უნდა აგებინონ ქართველ ოფიციალურ პირებს, ვინც პასუხისმგებელი არიან ბრიტანეთის მოქალაქის ერთ-ერთი უფლების დარღვევაზე”, - განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟენ კაველიემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა