დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა შეფერხებულია
თინა ბოკუჩავა 26 მაისზე - ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“, "დასანქცირდეს თვითმარქვია მიხეილ ყაველაშვილი"
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ვადასტურებთ, რომ ჩვენს თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა და დაადასტურა, რომ მას შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,050 over past day
Three killed, six injured in Kherson region due to Russian attacks over past day
Six Russian arsonist agents detained across multiple regions
Russian sovereign assets to stay frozen until Ukraine compensated – G7

ერთმა მანდატურმა ყბაში მომარტყა, მეორემ მკერდზე დამაჭირა ხელი - მარიამ მეყანწიშვილი

22.05.2025 ნახვები: 404

მოქალაქე მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე დასასწრებად იყო მისული, ამბობს, რომ ერთ-ერთმა მანდტურმა მას "მკერდზე ხელი მოუჭირა, მეორემ კი ყბაში დაარტყა".

მისი თქმით, მანდატურის წარმომადგენლებმა ხალხი შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მეყანწიშვილი ამბობს, რომ ეს აღნიშნული მანდატურის მხირდან არ არის პირველი ძალადობის ფაქტი.

"ერთ-ერთმა მანდატურმა, რომელსაც ფოტოც გადავუღე წერან, ჰაერზე გამოსულს, ალბათ სივრცეც აღარ ეყოთ იქ უნამუსობისგან, მკერდზე დამაჭირა სპეციალურად ხელი, მარცხენა მხარეს, რომ სუნთქვმა შემკვროდა, რომ ადვილი მოსაგერიებელი ვყოფილიყავი.

ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვითხოვდით, რომ დიდ დარბაზში გადაეტანათ სხდომა, რადგან იქ ვერ ვეტეოდით. მანდატურმა ჯერ ყბაში მომარტყა ხელი, ძალადობით ცნობილმა მანდატურმა, მეორემ კი მკერდზე დამააჭირა ხელი. ეს არ არის პირველი შემთვხვევა ამ მანდატურის მხირდან ძალადობის, სარჩელიც არის მასზე შესული", - ამბობს მეყანწიშვილი.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა