სერგეი ლავროვი - ამიერკავკასიაში წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის გახანგრძლივების საპასუხოდ რუსეთზე ზეწოლა ძალიან ძლიერი უნდა იყოს
გია ვოლსკი - როცა უმაღლეს დონეზეა შეხვედრა, 15-20-30 წამი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო იმისათვის, რათა შენი პოზიციები დააფიქსირო
სასამართლომ თიანეთში 25 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მეუღლეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
17 მაისის კვალდაკვალ
იტალიის მთავრობა - იტალია დადებითად აფასებს პაპის მზაობას, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს ვატიკანში უმასპინძლოს და მზადაა ხელი შეუწყოს კონტაქტებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

დონალდ ტრამპი არ ღელავს ფინეთის საზღვართან რუსეთის ჯარების აქტივობის გამო

21.05.2025 ნახვები: 214

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ არის შეშფოთებული ფინეთის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტივობის შესახებ გავრცელებული ცნობებით.

აღნიშნულ საკითხზე კითხვა ტრამპს ჟურნალისტმა დაუსვა.

„არა, მე არ ვღელავ ამის გამო. საერთოდ არ მადარდებს ეს. ყველაფერი ძალიან უსაფრთხო იქნება. ეს ორი ქვეყანა ძალიან უსაფრთხოდ იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტის საპასუხოდ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა იგი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.

„ეს ჩემი გადასაწყვეტია. ეს სხვა არავისი გადასაწყვეტი არ არის. ვნახოთ, როგორ მოიქცევა რუსეთი. ვნახოთ, რა მოხდება. ახლა საკმაოდ კრიტიკული პერიოდი გვაქვს. როგორც იცით, გუშინ ორსაათნახევარი ვესაუბრებოდი პრეზიდენტ პუტინს. ასევე ვესაუბრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც მთლიან ევროპას წარმოადგენდნენ. მგონი, გუშინ ძალიან კარგი საუბრები გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა