კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.
ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან - საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
სალომე სამადაშვილი: ყველამ ერთად ვიხილეთ ისტორიული შეთანხმება, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ისტორიული შანსი დაუკარგა საქართველოს
სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს - თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა
დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება
აზერბაიჯანმა და სომხეთმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მზია ამაღლობელის საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას
კინო გზაზე - თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

იტალიის მთავრობა - იტალია დადებითად აფასებს პაპის მზაობას, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს ვატიკანში უმასპინძლოს და მზადაა ხელი შეუწყოს კონტაქტებს

21.05.2025 ნახვები: 311

იტალიის მთავრობა მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას, რომ ვატიკანმა, შესაძლოა, შუამავლობა გაუწიოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ოფისმა განაცხადა, რომ იტალია მზადაა ხელი შეუწყოს კონტაქტებს და იმუშაოს უკრაინაში მშვიდობისთვის და დადებითად აფასებს პაპის მზაობას, მოლაპარაკებებს ვატიკანში უმასპინძლოს.

რომის პაპმა ლეო XIV-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ ვატიკანი ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს მტრების პირისპირ, ერთმანეთთან სასაუბროდ მიყვანას და რომ ის ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის დასამყარებლად. თუმცა, წმინდა საყდარი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მასპინძლობის ან თუნდაც შუამავლობის იდეა ამჟამად უფრო იმედია, ვიდრე რაიმე კონკრეტული გეგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა