მარკო რუბიომ კონგრესმენ ჯო უილსონის საქართველოზე დასმულ კითხვას უპასუხა: “ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?” და თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ფასის გადახდა მოუწიოს ამ მთავრობას
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ბაღებში ევროსტანდარტებით გათვლილი ეკო-ხის ავეჯისა და სათამაშოების შეტანის საკითხზე მუშაობს
სალომე ზურაბიშვილი - ბათუმში გერმანიის ელჩის და მისი მეუღლის შეურაცხყოფა საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა
26 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
პაატა ბურჭულაძე - რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ მივდივართ, არა საბრძოლველად
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
სერგეი ლავროვი - ამიერკავკასიაში წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის გახანგრძლივების საპასუხოდ რუსეთზე ზეწოლა ძალიან ძლიერი უნდა იყოს

სერგეი ლავროვი - ამიერკავკასიაში წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან

21.05.2025 ნახვები: 291

რუსეთი არ არის წინააღმდეგი ამიერკავკასიაში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგიონში დაძაბულობის შექმნას არ ისახავს მიზნად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ აქ წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ არარეგიონულმა ქვეყნებმა, როგორც ამას ამჟამინდელი მსოფლიო პრაქტიკა ითვალისწინებს, განავითარონ ურთიერთობები აქ მდებარე ქვეყნებთან“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, უცილებელია იმის გაგება, რომ ასეთი ურთიერთობა არ იყოს მიმართული რეგიონში დაძაბულობის შექმნაზე, გეოპოლიტიკური თამაშების მიზნით ამიერკავკასიაში მდებარე ქვეყნების ინტერესების იგნორირებაზე, რასაც „არასდროს არსად არაფერი კარგი არ გამოუწვევია“.

„ჩვენი პოზიციაა ღიაობა ყველასთან თანამშრომლობისთვის, ვინც მზადაა ამის გულწრფელად, ყოველგვარი ფარული დღის წესრიგის გარეშე გასაკეთებლად“, - აღნიშნა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა