სერგეი ლავროვი - ამიერკავკასიაში წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის გახანგრძლივების საპასუხოდ რუსეთზე ზეწოლა ძალიან ძლიერი უნდა იყოს
გია ვოლსკი - როცა უმაღლეს დონეზეა შეხვედრა, 15-20-30 წამი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო იმისათვის, რათა შენი პოზიციები დააფიქსირო
სასამართლომ თიანეთში 25 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მეუღლეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
17 მაისის კვალდაკვალ
იტალიის მთავრობა - იტალია დადებითად აფასებს პაპის მზაობას, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს ვატიკანში უმასპინძლოს და მზადაა ხელი შეუწყოს კონტაქტებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

მარკო რუბიო - რუსები აპირებენ, წარმოადგინონ პირობები, რომელთაც ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მოითხოვენ

21.05.2025 ნახვები: 220

რუსეთი აშშ-ს დაჰპირდა, რომ წარუდგენს „იმ პირობებს, რაც მათთვის საჭიროა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსები აპირებენ, წარმოადგინონ პირობები, რომლებსაც ისინი მოითხოვენ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რაც შემდგომში უფრო ფართო მოლაპარაკებების ჩატარების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ ველოდებით ამ პირობებს და მაშინ, როდესაც დავინახავთ, როგორი იქნება ეს პირობები, გაცილებით უკეთესი წარმოდგენა გვექნება პუტინის განზრახვებზე“, – განაცხადა რუბიომ.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, აშშ-ის სურს უკრაინის კონფლიქტის მოგვარება და არა „მშვიდობა, რომელიც სამ თვეს გაგრძელდება და შემდეგ კვლავ განახლდება“ საომარი მოქმედებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა