ვლადიმერ პუტინი - დონალდ ტრამპთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო
დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება
თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება
ბადრი ჯაფარიძე - პროკურატურამ და სასამართლომ სპეციალურად თქვეს უარი იმ ადამიანების მოწმეებად დაკითხვაზე, ვინც ჩემი პასუხისმგებლობა მოითხოვეს
ნონა ქურდოვანიძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება საგანგაშოა
თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას შეუერთდება
ბადრი ჯაფარიძე - კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არის შექმნილი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას შეუერთდება

19.05.2025 ნახვები: 208

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავად საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ის გაუქმების შემდეგ, გენერალური პროკურატურის მმართველობის სივრცეში გადავა.

„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

2022 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, რომელსაც ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა, მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა.

IPN

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

უწყება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა