დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება
თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება
ბადრი ჯაფარიძე - პროკურატურამ და სასამართლომ სპეციალურად თქვეს უარი იმ ადამიანების მოწმეებად დაკითხვაზე, ვინც ჩემი პასუხისმგებლობა მოითხოვეს
ნონა ქურდოვანიძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება საგანგაშოა
თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას შეუერთდება
ბადრი ჯაფარიძე - კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არის შექმნილი
War update: 175 clashes on frontline over past day; fiercest fighting in Pokrovsk sector

ნონა ქურდოვანიძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება საგანგაშოა

19.05.2025 ნახვები: 218

გადაწყვეტილება, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას გულისხმობს, თუ ეს საბოლოოდ მოხდა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ეს მიანიშნებს, რომ არ არის ინტერესი, არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანო, თუნდაც ფორმალურად, - ასე ეხმაურება საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე იმ ფაქტს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება, ხოლო გაუქმების შემდეგ, გენერალური პროკურატურის მმართველობის სივრცეში გადავა.

მეორე მხრივ, როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფუნქციო იყო.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ მიზნით შეიქმნა, რომ მას დამოუკიდებლად უნდა გამოეძია ის დანაშაულები, რომელსაც სამართალდამცველების მხრიდან ჰქონდა ადგილი, თუმცა წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ ეს სამსახური უფუნქციო იყო, ვერ ასრულებდა საკუთარ მისიას და მანდატს. ამ დრომდე არცერთი საქმე არ არის გამოძიებული. ის გადაწყვეტილება, რომელიც ინსტიტუციურადაც ამ სამსახურის გაუქმებას გულისხმობს, თუ ეს საბოლოოდ მოხდა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ეს მიანიშნებს, რომ არც ფორმალურად არის ინტერესი, არსებობდეს ცალკე, დამოუკიდებელი ორგანო, თუნდაც ფორმალურად, რომელიც სპეციალური მანდატით გამოიძიებდა იმ დანაშაულს, რომელიც ამ სამსახურს ექვემდებარებოდა“, - აღნიშნავს ქურდოვანიძე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება. გაუქმების შემდეგ სამსახური, გენერალური პროკურატურის მმართველობის სივრცეში გადავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

უწყება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა