დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება
თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება
ბადრი ჯაფარიძე - პროკურატურამ და სასამართლომ სპეციალურად თქვეს უარი იმ ადამიანების მოწმეებად დაკითხვაზე, ვინც ჩემი პასუხისმგებლობა მოითხოვეს
ნონა ქურდოვანიძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება საგანგაშოა
თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას შეუერთდება
ბადრი ჯაფარიძე - კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არის შექმნილი
War update: 175 clashes on frontline over past day; fiercest fighting in Pokrovsk sector

ბადრი ჯაფარიძე - კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არის შექმნილი

19.05.2025 ნახვები: 224

ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება - ეს არის სიყალბე, პოლიტიკური თაღლითობის გამოხატულება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოსთან, სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კანონის სრული დარღვევით არის შექმნილი.

„ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. კომისიაზე არ მისვლის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ეს კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არის შექმნილი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ კომისიაში, 50% უნდა იყოს ოპოზიციის წევრებისგან, დამისახელეთ 1 წევრი ოპოზიციისგან. ეს არის სიყალბე, პოლიტიკური თაღლითობის გამოხატულება, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა