If Russia does not cease fire, EU will impose tough sanctions – Zelensky
Ukraine will not withdraw troops from its own territory – president
Zelensky says dates for '1,000-for-1,000' prisoner exchange already being discussed
Ukraine, Russia may sign ceasefire memorandum – Zelensky
Leaders of several European countries, Ukraine speak with Trump by phone
Trump after call with Putin: Russia, Ukraine will immediately begin talks to end war
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ზელენსკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს

ვლადიმერ პუტინი - დონალდ ტრამპთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო

19.05.2025 ნახვები: 214

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დონალდ ტრამპთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო. მოსკოვი საომარი მოქმედებების შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება“, - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს.

ვლადიმერ პუტინის ცნობით, დონალდ ტრამპს მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენაში მონაწილეობის გამო მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მისი თქმით, „რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ“.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა