გივი თარგამაძე - რიჟვაძის თავს წისქვილის ქვა ტრიალებდა
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ორმხრივი მოლაპარაკებებისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის ზომების გატარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სალომე ზურაბიშვილი - მოვიდეთ გონს - წინააღმდეგობის პლატფორმა გაცოცხლდეს და ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, გვჭირდება პროგრამა და გვაქვს - „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება
სალომე ზურაბიშვილი - ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი - დარწმუნებული ვარ, არ ჩატარდება
ევროპარლამენტის რეზოლუცია - SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, „რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა“
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძეს მივმართავ - ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია - ცვლილება 18 კანონში შედის

23.04.2025 ნახვები: 322

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია.

ცვლილება 18 კანონში შედის, რომელთა შორის არის: - “საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონი, “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონი, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონი. ასევე ცვლილებები შედის “პოლიციის შესახებ“ კანონში, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, “სისხლის სამართლის კოდექსსა“ და სხვა კანონებში.

საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. უწყების ცნობით, ცვლილებების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი ცვლილებების მიხედვით:

. “სისხლის სამართლის კოდექსს“ სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება;

. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება;

. იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;

. მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:

. ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც თავშესაფარი ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს;

. ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;

. მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;

. ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც შს სამინისტროს ცნობით, გასაჩივრების ვადების კონტროლს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს;

. შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადაეცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა