ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია

02.12.2021 ნახვები: 487

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოშია. სასამართლოს ტერიტორიაზე პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებია მობილიზებული. გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი.

შეგახსენებთ: ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე სიტყვით წარდგება და მის მიმართ წარდგენილ "ბევრ პოლიტიკურ ბრალდებას ჩამოხსნის ნიღაბს".

პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და პროცესის დასრულებამდე ადგილზე დარჩებიან. ამასთან, ენმ სასამართლოსთან ეკრანის დამონტაჟებას აპირებს, რომლითაც აქციის მონაწილეები პროცესს პირდაპირ ეთერში მიადევნებენ თვალს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა