ჯო უილსონი - მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად
სალომე ზურაბიშვილი - ვფიქრობ, ევროპამ თავის როლი უნდა გაზარდოს ზოგადად რეგიონში
სალომე ზურაბიშვილი - „კი“ სანქციებს, ეს დღეს ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინას ჩვენი კონკრეტული მხარდაჭერა გააჩნია
„საშიში იდეალისტები“ - სახელმწიფოსა და თავისუფლების რაობის გააზრების მანიფესტი - შთამბეჭდავი წინასწარმეტყველება
ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე - ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც
კაია კალასი - რუსეთმა უგუნურად შეუტია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვერ ვხედავ აშშ-ის მზა გეგმას ომის დასასრულებლად

ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოსთან

12.06.2023 ნახვები: 500

სახალხო დამცველისთვის შეუძლებელია, ჩამოშორდეს სასამართლოს საკითხს, მათ შორის, სასამართლოს რეფორმირების, სასამართლოს მონიტორინგის საკითხს, ვინაიდან ეს არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონმდებლობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა.

ლევან იოსელიანს კითხვა დაუსვეს მისი მოადგილის, ნათია ჯულაყიძის განცხადებაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველი ჩართულია სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა პროცესში.

„არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოსთან, მათ შორის, ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ სამუშაო შეხვედრებში, დღესაც ვახდენთ კონკრეტული საქმიანობის მონიტორინგს, დღესაც დავდივართ წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ეს, ბუნებრივია, არის ჩვენი მანდატის ნაწილი და ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი გურო იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გამოსვლისას რამდენიმე მცდარი რამ თქვა. მათ შორის, იმნაძის თქმით, ნათია ჯულაყიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მანდატი შეზღუდულია მართლმსაჯულების თემებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა