4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

თანამედროვე ქართული მენტალიტეტი რუსული იმპერიული მენტალიტეტის ღვიძლი შვილი და მემკვიდრეა

ნახვები: 1373 თანამედროვე ქართული მენტალიტეტი რუსული იმპერიული მენტალიტეტის ღვიძლი შვილი და მემკვიდრეა
უბედური შემთხვევა განა სხვა ქვეყნებში არ ხდება; ან განა სხვა ქვეყნებში არ არის კორუფცია და არაპროფესიონალიზმი. განა სხვა ქვეყნებში იგივე პროპორციით არ არის განაწილებული ინტელექტი საზოგადოებაში. აბა რას განიცდის ასე განსაკუთრებით საქართველოს შედარებით მოაზროვნე ნაწილი?
რა აკლია რუსეთს? გონიერი ადამიანები?, ინტელექტი? ბუნებრივი რესურსები? ტერიტორია? აბა რატომ არ შეუძლია არაფერი ღირებულის შექმნა? რატომ არის რუსეთი შეუმდგარი სახელმწიფო?
რატომ არაფერი ეშველა უზარმაზარ ინდოეთს, როდესაც მისი უნიჭიერესი შვილები წარმატებით არიან ინტეგრირებული ყველა წამყვან დასავლურ დემოკრატიაში?
რატომ არ არის თურქეთი ირანივით ბნელი და გარიყული?
რატომ არის ამერიკის ერთი მეზობელი - კანადა, უწარმატებულესი ქვეყანა და რატომ არის მეორე მეზობელი - მექსიკა წყალწაღებული? და ა.შ. ....
პასუხი ერთია: მენტალიტეტი!
თანამედროვე ქართული მენტალიტეტი რუსული იმპერიული მენტალიტეტის ღვიძლი შვილი და მემკვიდრეა. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენც შეუმდგარი სახელმწიფო, მიუხედავად უამრავი ნიჭიერი და პროფესიონალი ქართველისა. როგორც რუსეთს არ შეუძლია საკუთარი ეროვნული სიმდიდრეების გამოყენება, ასევე ჩვენც. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი ქართველი გახდება სახელოვანი საზღვარგარეთ, ინდოელებს ბევრად უფრო მეტი ჰყავთ, რუსებსაც, მაგრამ ეს არაფერს ცვლის მათი სამშობლოსათვის. არც ჩვენთვის შეცვლის. ისევ ისეთი ხელმოცარულები და შეუმდგარები დავრჩებით.
ნუ მოუსმენთ ჰარიფებს, რომლებიც ჩვენი მენტალიტეტის საფუძვლებს ისტორიაში ეძებენ. ევროპა და ამერიკა რომ იყო ველური, სასტიკი, დაუნდობელი და გარყვნილი, ჩვენ ვერც შევედრებით, მაგრამ მოახერხა იმ ერებმა გაზრდა და მენტალიტეტის შეცვლა, ახალი ცნობიერის შექმნა. საუკუნეების წინ მცხოვრები ქართველი ხვადაგები და მოღალატეები არაფერ შუაში არიან ჩვენს დღევანდელობასთან, ჩვენ ვართ.
თურქები ათა-თურქმა გამოიყვანა სიბნელიდან, ირანელები ჰომეინიმ შეიყვანა სიბნელეში. კორუფციაში ჩაფლულ უკრაინას მაინც ჰყოლია ბრძოლისუნარიანი და პატიოსანი „საკონტროლო პაკეტი“ და გააქტიურა გადამწყვეტ მომენტში. გაუნელებელი ინტერესით ველი, როგორ მოექცევა ერი ზელენსკის, როცა ყველაფერი დასრულდება. ალბათ ისე, როგორც ჩერჩილს მოექცნენ ბრიტანელები. ნორმალური მენტალიტეტის მქონე ერების ლოგიკის წინასწარმეტყველება ისევე მარტივია, როგორც პათოლოგიური მენტალიტეტის ხალხის.
უახლესი საქართველოს ისტორიაში მენტალიტეტის შეცვლის მცდელობა ორჯერ მოხდა და ორჯერვე კრახით დასრულდა. ჩვენ შეგნებულად ვამბობთ უარს ჩვენი აზროვნების სტილის და წესის შეცვლაზე და ამიტომ, სასტიკად ვუსწორდებით იმათ, ვინც ამას გაბედავს.
გავიაზრებთ ამას როდესმე და შევძლებთ კათარზისს? თავიდან დაბადებას?
არ ვიცი. ამის რწმენა რომ გაუჩნდეს ადამიანს, რაღაც უნდა ჰქონდეს ხელმოსაჭიდი.
გვაქვს კი ეს ხელმოსაჭიდი ჩვენ?
ვინც მოკვდა, თავსა მოუკვდა,
ვინც დარჩა? ... რას იზამს? ...
არც არაფერს...
 
ავტორი:ზურაბ გურული
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა