კაია კალასი - "ქართული ოცნების“ მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმაზე - ვამზადებთ საპასუხო ზომებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად
აზერბაიჯანული წყაროები ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქებისას გადაღებულ მასალას ავრცელებენ
„ოპოზიციის ალიანსი“ - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ქვეყანას ეყოლება დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება
მარკ რუტე - მოკავშირეები მასშტაბურად უჭერენ მხარს იმას, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში აკეთებს
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
ჯო უილსონი - „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა
დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის წარმატებას 10-ბალიანი შკალიდან დაახლოებით 15-ით აფასებს

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა - ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

16.09.2025 ნახვები: 594

ყოველდღიური მონაცემები აგვისტოს მეორე ნახევრიდან კვლავ ლარის დეპოზიტების ზრდის აჩქარებაზე მიუთითებს, მას შემდეგ, რაც ივლისში სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია გასული თვეების ტენდენციისგან განსხვავებული მიმართულებით შეიცვალა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ, სხვადასხვა ანალიტიკურ შეფასებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ, ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად რჩება, თუმცა სენტიმენტების ცვლილება, როგორც ყოველთვის, გამორიცხული არაა.

 

ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ ივლისში შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვა კვლავ გაიზარდა, რაც, შარშანდელი პერიოდის მსგავსად, შესაძლოა, სენტიმენტების ფაქტორის გააქტიურებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, ერთჯერად ფაქტორებსაც. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივლისში, დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის მიუხედავად, ლარის დეპოზიტების ნაშთიც გაიზარდა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან კი, როგორც აღინიშნა, კვლავ ლარიზაციის აჩქარების დინამიკა შეინიშნება. გარდა ამისა, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ჩვენი შეფასებით, ჯამურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა და, როგორც ჩანს, სავალუტო ინტერვენციებს სექტემბერშიც განაგრძობს, რაც ლარის მხარდამჭერი ძირითადი ფაქტორების მხრივ გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებაზე არ მიუთითებს. უახლესი მონაცემებით, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 184 მილიონი აშშ დოლარით მეტი.

 

რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია ზრდას განაგრძობს და აგვისტოში 4.6%-ს მიაღწია, რაც კვლავ ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის უცვლელი პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო თვეებში მცირედით კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს, თუმცა წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, შემცირდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს.  ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა თვიურმა ინფლაციამ წლიურთან შედარებით ერთი პროცენტული პუნქტით (პპ) ნაკლები, 3.5% შეადგინა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოში ინტერნეტის გადასახადის შემცირების ერთჯერადი ეფექტი ამოიწურა. უფრო მეტიც, ინტერნეტის გადასახადი ივლისთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა, რამაც ჯამში მთლიანი ინფლაციის 0.2 პპ-ით და მომსახურების ინფლაციის 1.2 პპ-ით ზრდა გამოიწვია. შედეგად, მომსახურებაზე ფასები წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, ასევე მოლოდინების შესაბამისად. მომსახურების ფასების ზრდის ტემპი აჩქარებულია თვიურ ჭრილშიც, რაც ინფლაციაში კვლავ ადგილობრივი ფაქტორების მზარდ როლზე მიუთითებს.

 

ინტერნეტის გადასახადის ეფექტის მილევის შემდგომ, ერთჯერადი ფაქტორები, რომლებიც 2024 წლიდან ინფლაციის შემცირებას განაპირობებდა, უკვე სრულად ამოწურულია. პირიქით, ამჯერად ერთჯერადი ფაქტორები უკვე ინფლაციის ზრდის მიმართულებით მოქმედებს, რაც პურსა და იმპორტულ სიგარეტზე (აქციზის განაკვეთის ზრდის შედეგად) ფასების მატებით არის გამოწვეული. აღნიშნულმა აგვისტოში ინფლაცია, დაახლოებით, 0.8 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სიგარეტის შემთხვევაში, ეს ეფექტი მომდევნო წლის იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო, პურის შემთხვევაში, აპრილამდე. ამასთან, აგვისტოში საწვავზე ფასების წლიური კლებით გამოწვეული დისინფლაციური ეფექტი მნიშვნელოვნად შესუსტდა, რაც ბოლო ორ თვეში საწვავზე ფასების ზრდით არის განპირობებული.

 

პროდუქტების წარმოშობის მხრივ, ადგილობრივად წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები აგვისტოში 6.6%-მდე აჩქარდა, რაც 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, სეზონურად შესწორებულმა გაწლიურებულმა ინფლაციამ კი 7.9% შეადგინა. 4-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დადებითი იყო იმპორტული ინფლაცია, რომელმაც აგვისტოში წლიურად 0.8%-ს მიაღწია, ხოლო, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა - 5.2%-ს. იმპორტული ინფლაციის დინამიკა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, როგორც ადრეც აღინიშნა, ამ არხიდან ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

 

აგრეთვე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 15.5%-იანი კლებაა. ბოლო წლების დინამიკის მსგავსად, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი კვლავ რეინვესტირებულ მოგებაზე მოდიოდა, რომელმაც მეორე კვარტალში ჯამური მაჩვენებლის 80.4% შეადგინა, ხოლო ექვს თვეში - 81.1%. უცხოური ინვესტიციების შემცირება სწორედ რეინვესტიციებისა და სავალო ვალდებულებების კლებას უკავშირდება, ხოლო სააქციო კაპიტალის კომპონენტში გარკვეული ზრდა დაფიქსირდა.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007102-macro-update-georgia

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა