აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ურთიერთობებზე
National Bank demands Hungary to release Oschadbank cash-in-transit employees
Russia loses 950 troops, one air defense system in war against Ukraine over past day
Chaos in Middle East begins with Russia – Kallas
Marshal of Sejm of Poland and President of Romania discuss support for Ukraine
SSU reveals attack on Novorossiysk port: Russian frigate can no longer fire Kalibr missiles
Hungarian authorities take seven Ukrainian citizens hostage – Sybiha
MFA warns Hungary against using prisoner issue for political gain

ეროვნული ბანკი - საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს

05.04.2024 ნახვები: 829

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ეს კი, საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.

„2023 წლის ბოლოს ინფლაციის ერთერთ მთავარ რისკად წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირება გამოიკვეთა. დაძაბულობა ამ რეგიონში კვლავ ნარჩუნდება, თუმცა ზამთრის საწყისი მკვეთრი ზრდის შემდეგ, ტრანსპორტირების ფასები ზომიერად შემცირდა. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ, ინფლაციაზე მოქმედი შესაძლო რისკებიც შედარებით შემცირებულია. მარტში, თებერვალთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ღირებულება 0.01%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაიაფდა ანტიბიოტიკები და შოკოლადის ფილა, რამაც მთლიანობაში თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით პროცენტული პუნქტით შეამცირა. ამის საპირისპიროდ, ვაშლის გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.1 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წლიურ ჭრილში აღსანიშნავია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების 3.4%-ით გაიაფება, რამაც ინფლაცია 1.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სურსათიდან გამოსარჩევია მზესუმზირის ზეთის, პურისა და კარტოფილის ფასების კლება, რამაც მარტში ინფლაცია ჯამურად 1.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. მეორე მხრივ, ძროხის ხორცის, საბანკო მომსახურებისა და ბენზინის გაძვირებამ ინფლაცია 1.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მცირედით მოიკლო და 2.3% შეადგინა. საბაზო ინფლაციის ზრდაზე, უმეტესწილად, საბანკო მომსახურების გაძვირებამ იმოქმედა, კლებაზე კი – ანტიბიოტიკების გაიაფებამ“, – აცხადებენ სებ-ში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია, წინა თვესთან შედარებით, მცირედით, 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2.6% შეადგინა.

„შერეული წარმოების კატეგორიის პროდუქტების ინფლაციის კლება კვლავ გრძელდება. გარკვეული სურსათისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიურმა გაიაფებამ შერეულად წარმოებული პროდუქტების 3.9%-იანი დეფლაცია გამოიწვია. იმპორტირებული პროდუქტების ფასები, თითქმის ერთწლიანი დეფლაციის შემდეგ, თებერვლის ტენდენციას მიჰყვება და მარტში წლიურად 1.6%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, საწვავის ფასების წლიური ზრდა და საბაზო ეფექტია. ადგილობრივ ინფლაციაში დიდი წვლილი შედარებით მაღალ მომსახურების ინფლაციას (5.4%) აქვს. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 2.8 პროცენტული პუნქტია. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში მაღალი წვლილი ჰქონდა საბანკო მომსახურების გაძვირებას (1.5 პპ); გასულ წელს უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად გაზრდილი ბინის დაქირავების ღირებულების ეფექტი ინფლაციაში ეტაპობრივად ამოიწურა და მისი წვლილი მომსახურების ინფლაციაში -0.03 პპ“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა