აშშ-ის საელჩო - 1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
Prince Harry arrives in Ukraine on unannounced visit
War update: 159 battles on front lines; 36 enemy assaults repelled in Pokrovsk sector
Defense forces strike oil facilities in Samara and Nizhny Novgorod regions
Russian military loses another 1,100 troops and 58 artillery systems in war against Ukraine
Tochytskyi: Ukraine expects more countries to join Special Tribunal agreement soon
Spain provides Ukraine with 100 VAMTAC armored vehicles and artillery shells
Due to aircraft shortage, Russia returns worn-out equipment to service — intelligence

უკრაინა - 2 წლის შედეგები და დასკვნები

26.02.2024 ნახვები: 2677

უკრაინული სასაკლაოს მე-2 წლისთავი გათენდა საკმაოდ მძიმე და პესიმისტური განწყობის ფონზე.

2023 წლის 24 თებერვალი სულ სხვანაირი იყო - იმედის მომცემი და აღსავსე რწმენით, რომ კიევს შეუძლია ამ ომში არა მხოლოდ რუსეთის შეტევების მოგერიება, არამედ ბარბაროსების ჯარის განდევნა თავისი ტერიტორიიდან.

გავიდა ერთი წელი და ამ იმედებისგან მხოლოდ მოგონებები დარჩა - დღეს უკვე უკრაინიდან რუსული ჯარის განდევნაზე არავინ ფიქრობს, დიდ მიღწევად ჩაითვლება, თუ კიევი მოახერხებს დღეს კონტროლირებადი ტერიტორიების სრულ შენარჩუნებას.

უკრაინას უჭირს. ყველა მხრიდან. უჭირს ცოცხალი ძალა - მოხალისეების რაოდენობა არასაკმარისია, ჯარისკაცები თვეების მანძილზე ომობენ როტაციის გარეშე, დაღლილები და გამოფიტულები. მაგრამ ომობენ იმიტომ, რომ სხვა არავინ არ მოდის.

ნებაყოფლობით ვინც იყო მზად საომრად - დღეს უკვე ფრონტის ხაზზეა. დანარჩენების გასაწვევად საჭიროა მკაცრი და დაუნდობელი იძულებითი მობილიზაცია. ამას კი დემოკრატიას და თავისუფლებას მიჩვეული უკრაინული საზოგადოება ვერანაირად ვერ მიიღებს.

რამდენ ხანს ეყოფა უკრაინის თავდაცვის შეუცვლელი და დაღლილი მეომრები, და სად, რომელ ადგილას გატყდება ეს ციხე-სიმაგრე და მხვდება თუ არა ეს საერთოდ? არავინ იცის.

მაგრამ გარდა ამისა, უკრაინის ომმა გამოავლინა ის, რაც აქამდეც არ ყოფილა დიდი საიდუმლო, თუმცა, დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. ეს სამწუხარო ჭეშმარიტებაა, რომელიც პირდაპირ გვეხება ჩვენც. სამწუხაროდ, ევროპა და ამერიკა ძალიან ცუდი მოკავშირეები არიამ ომიანობაში.

მშვიდობის პირობებში - ეკონომიკის მშენებლობაში, სახელმწიფო ინსტიტუტებს შექმნაში - იცოცხლე, უკეთესს ვერ ინატრებთ. დასავლეთი - იდეალური მოკავშირეა, როდესაც ცხოვრობთ არა უშავს რა და გინდათ იცხოვროთ კარგად. მაგრამ როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გიდგათ - მათი იმედით ჩემი მტერი იყოს.

დღეს, როდესაც უკრაინულ ჯარს ჰაერზე მეტად აკლია ჭურვები, ჩეხეთის პრეზიდენტმა მიაგნო ადგილს, სადაც შესაძლებელია 800 000 ჭურვის ყიდვა უკრაინისთვის. მან ამის შესახებ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ განაცხადა. მაგრამ ევროკავშირი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან იარაღს ვერ ყიდულობს. და იცით რატომ? იმიტომ რომ ეს ჭურვები იწარმოება ევროპის ფარგლებს გარეთ, და მისი ყიდვის უფლება ევროკავშირს არა აქვს.

უნდა შეგროვდნენ იურისტები, ისინი განიხილავენ ამ საკითხს. მოძებნიან რაიმე პროცედურას და ბოლოს და ბოლოს რამეს იზამენ. ბევრს ალბათ გაეცინება, მაგრამ სასაცილო ნამდვილად არაფერია - სანამ მიმდინარეობს ბიუროკრატიული მსჯელობა, უკრაინის საუკეთესო შვილები იღუპებიან ჭურვების გარეშე.

ამერიკაზე კი ყველა სიტყვა გამოილია - მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფოს დეგრადირებული პოლიტიკური სისტემა ქართველი ქოც-ნაცების სათარეშოს დაემსგავსა. და ისევ და ისევ ამის საპასუხოდ, ფრონტზე იღუპება ბევრად მეტი უკრაინელი, ვიდრე შეიძლება დაიღუპოს.

ევროპას არა აქვს იარაღი - 90-ან წლებში ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ ომის საფრთხე საბოლოდ მოიხსნა და იარაღის წარმოება შეამცირეს მინიმუმამდე. რაც აქვთ - იმასაც შერჩევითად აძლევენ. მაგალითად, გერმანია უკვე წელიწადზე მეტია არ აძლევს კიევს შორი დისტანციის რაკეტებს ტაურუსს, რომლებიც ძალიან წაადგებოდა უკრაინას.

ამერიკამ ომის 2 წლის შემდეგაც კი ვერ გაიმეტა უკრაინისთვის შორი დისტანციის რაკეტები ATACMS - თუ არ ჩავთვლის სიმბოლურ რაოდენობას, რომელიც გადაიცა რამდენიმე თვის წინ და 2 კვირაში დაიხარჯა - არიქა, პუტინს არ ეწყინოსო.

იარაღი ჯანდაბას, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ფაქტი - აშშ და ევროკავშირი, რომელთა ჯამური წვლილი მსოფლიო ეკონომიკაში 40%-ს შეადგენს, აგებს ეკონომიკურ ომს რუსეთთან. გასაგებიცაა რატომ - არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფული გაქვთ, მთავარია რისთვის ხართ მზად ეს ფული გამოიყენოთ.

ეს ყველაფერო კარგი გაკვეთილია საქართველოსთვისაც - უნდა ვეძებოთ უსაფრთხოების ახალი წყარო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში არ დაიწყებს ბიუროკრატიული პროცედურებში ქექვას და პუტინის სიმშვიდეზე ზრუნვას.

ჩინეთის გარდა სხვა ასეთი პარტნიორი არ მეგულება. დასავლეთთან კი გავაგრძელოთ სტრატეგიული პარტნიორობა - მშვიდობის პირობებში. 

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა