Ukraine’s air defenses neutralize 718 Russian aerial threats, including seven missiles
War update: 183 clashes on front lines over past day
Around 50 Russian drones, five missiles detected over Volyn region overnight
Russia's war casualty toll in Ukraine rises by 1,050 over past day
US Senate will soon approve tough sanctions against Russia, China, India – Graham
EU considering EUR 100B fund for Ukraine – Bloomberg
US position on support for Ukraine remains unchanged – State Department
SBU detains Russian agent who planned bombing at hotel in Rivne

ირაკლი ღარიბაშვილი - გადადგომას არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი

24.06.2022 ნახვები: 368

გასულ წელს, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მერვეჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

„რაც შეეხება გადადგომას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. ერთს შეგახსენებთ, რომ მე გასულ წელს, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ, ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მერვეჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, თქვენი შეკითხვაც უადგილოა“, –  განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა