სერგო ჩიხლაძე - კელი დეგნანს აქვს ბევრი შეხვედრა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გვხვდება და გასაკვირი არ არის, თუ ელჩი ამა თუ იმ პოლიტიკოსს ან გავლენიან ბიზნესმენს ხვდება
მიხაილ პოდოლიაკი - სტამბოლის კომუნიკესთან დაბრუნება, რომელიც მარტში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგია, ამჟამად შეუძლებელია
საზოგადოება მიჩვეულია, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები ომისკენ მოგვიწოდებენ-დავით მათიკაშვილი
კაია კალასი - დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან
ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 199 პაციენტი
ნიკა მელია - უსამშობლო ხელისუფლებას სურს, საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრორუსულობაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში ანტიდასავლური კამპანიის პროპაგანდა დაიწყო-ლევან ბეჟაშვილი
ანრი ოხანაშვილი - ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებებს აკეთებენ, ვერ იქნებიან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები

საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ ევროკავშირთან ასოცირების გზაზე-დავით სერგეენკო

06.24.2022 | 16:02

საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, ცალსახა განმარტება გაკეთდა, რომ ეს ცვლილებები სამივე ქვეყნისთვის პოზიტიურია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მრავალი კუთხით მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს.

„საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ ევროკავშირთან ასოცირების გზაზე და ევროპული პერსპექტივა მიიღო. საკითხი რადგან განხილული იყო სამ ქვეყანასთან მიმართებაში, ერთგვარი შედარებითი ანალიზი რომ გაკეთდეს, რა მიიღო საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ. რა მიიღო რეფორმებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მხრივ, ლიდერებმა ცალსახა განმარტება გააკეთეს, რომ ეს ცვლილებები სამივე ქვეყნისთვის პოზიტიურია. ასევე ცალსახა განმარტებები გააკეთეს იმაზე, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით კანდიდატის სტატუსის მინიჭება განპირობებული იყო კონკრეტული მოვლენებით, კერძოდ, უკრაინაში ომით. ევროკავშირისგან პოზიტიური გზავნილია და ახლა მნიშვნელობა აქვს ძალიან მკაფიო კომუნიკაციას საზოგადოებისადმი, რომ ეს ყველაფერი დეტალურად და გამჭვირვალედ ახსნილი იყოს საზოგადოებისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ქვეყანაში ისევ არეულობა უნდა და აღნიშნა, რომ არეულობისკენ მიმართული მცდელობები წარუმატებელი იქნება.

„ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მოძახილებით საუბრის პროფესია შეიძინა და არა საპარლამენტო დებატების. მათ ერთი სული აქვთ, ისევ არეულობა იყოს ქვეყანაში. ამაზე მათ პასუხი გაეცემათ. დღევანდელ აქციაზე იქნება ქართული საზოგადოების ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების კიდევ ერთი გამოხატულება და ეს იქნება დომინანტი გზავნილი. რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს, არეულობისკენ მიმართული მცდელობები წარუმატებელი იქნება, რადგან წინა აქციებმაც გვაჩვენა, რომ ეს იყო საზოგადოების მკაფიო გზავნილი, როგორც საქართველოს ხელისუფლებისადმი, ასევე მსოფლიოსადმი – ის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი ევროპული გზაა“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, დეპოლარიზაცია ვერ მოხდება მხოლოდ ხელისუფლების მცდელობებით. პოლარიზაციის დასრულებაში ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმაც კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშონ.

„ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის სპეციფიკური მოთხოვნა დაპირისპირების დეესკალაციაა, ერთგვარი დეპოლარიზაცია. დეპოლარიზაცია ვერ მოხდება მხოლოდ ხელისუფლების მცდელობებით, რადგან ოპოზიციის აგრესიული ნაწილი ამას განიხილავს, როგორც ერთადერთ გამოსავალს ხელისუფლების კაპიტულაციის და რიგგარეშე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის. ეს ნონსენსია. პოლარიზაციის დასრულებაში ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმაც კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშონ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.