Ukraine’s air defenses neutralize 718 Russian aerial threats, including seven missiles
War update: 183 clashes on front lines over past day
Around 50 Russian drones, five missiles detected over Volyn region overnight
Russia's war casualty toll in Ukraine rises by 1,050 over past day
US Senate will soon approve tough sanctions against Russia, China, India – Graham
EU considering EUR 100B fund for Ukraine – Bloomberg
US position on support for Ukraine remains unchanged – State Department
SBU detains Russian agent who planned bombing at hotel in Rivne

შარლ მიშელი - ჩვენ ვიცით იმ არჩევანის შესახებ, რაც გააკეთეს საქართველოს ხალხმა და ხელისუფლებამ

24.06.2022 ნახვები: 385

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის არის ევროპული პერსპექტივა და ეს არის ნათელი გზავნილი.

„ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ეს მნიშველოვანია ქვეყნისთვის, ქვეყნის მოსახლეობისთვის – ფუნდამენტალური რეფორმების წარმოება, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ქართულ ინსტიტუტებთან, რათა მათ მაიღწიონ პროგრესს, გამომდინარე კომისიის მოხსენებიდან, სამუშაოდან, მე დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა.

მე ვიცი, რომ მათ იციან, რა არის საჭირო, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული სწორი მიმართულებით და ჩვენ ძალიან ძლიერი გზავნილი გავაგზავნეთ გეოპოლიტიკურ დონეზე, მაგრამ არა მხოლოდ, და ჩვენ ვიცით იმ არჩევანის შესახებ, რაც გააკეთა საქართველოს ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ. ეს არის თავისუფალი არჩევანი თავისუფალი სამყაროს ფუნდამენტური პრინციპების, დემოკრატიული პრინციპების და ჩვენ გვინდა, ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ძალისხმევას, სწორი მიმართულებით რომ იმოძრაოს ქვეყანამ“, – განაცხადა შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა