ჯეიმს მაკკლირი - ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე
საია - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები „ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს
ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება
დავით დონდუა საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციაზე - წლების განმავლობაში დაგროვებული ინსტიტუციური მეხსიერება წყალში გადაიყარა
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ბაქოში „სპუტნიკი-აზერბაიჯანის“ ოფისის 7 თანამშრომელი დააკავეს
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
მარკ კულსი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა

ოლაფ შოლცი - ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი ხმის მიცემის წესები ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა

23.06.2022 ნახვები: 482

ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი ხმის მიცემის წესები ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბლოკმა უნდა შეცვალოს ხმის მიცემის წესები კვალიფიციური უმრავლესობით, რათა ცალკეულ ქვეყნებს გადაწყვეტილებების დაბლოკვა არ შეეძლოთ. თუმცა, როგორც მედია წერს, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, უკვე გამოთქვა წინააღმდეგობა ვეტოს უფლების დათმობაზე ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა.

გერმანიის კანცლერმა ასევე მხარი დაუჭირა ევროკავშირის უფრო ფართო „ინსტიტუციურ რეფორმებს“, რაც სავარაუდოდ მოითხოვს ხელშეკრულების კომპლექსურ ცვლილებას და აღნიშნა, რომ ასეთი რეფორმები უნდა იქნას გამოყენებული ევროკავშირში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა