პოდოლიაკი ცხვირს ნუ ყოფს სხვის საქმეში-დავითულიანი
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინეს
რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს-სერგეი შოიგუ
უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა
შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებელი საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ვიოლა ფონ კრამონმა სწორად თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო, სიტყვა რეჟიმი სწორად გამოიყენა-

უკრაინული ყინული

04.19.2022 | 10:22

დღეს საქართველოში ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ აღელვებს უკრაინაში გამართული ეპიკური ბრძოლის დასრულების პერსპექტივები. საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოში დაინტერესებული ადამიანები მკითხაობენ - როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში?

ძირითადად განიხილება ორი შესაძლებელი ფინალი - ან უკრაინა იგებს და რუსეთი აგებს, ან პირიქით, რუსეთი იგებს, ხოლო უკრაინა აგებს. წესით, ეს ლოგიკურია, რადგანაც კონფლიქტი უკვე იმ სტადიაში შესული, რომ შეთანხმება მხარეებს შორის თითქმის შეუძლებელია.

აი, უკვე თითქმის 3 კვირაა არ გამართულა მოლაპარაკებები კიევის და მოსკოვის წარმომადგენლებს შორის - ორივე მხარე მიხვდა, რომ ამ ეტაპზე დიალოგი უაზრობაა, რადგანაც არც ერთი მხარე არ თვლის თავის თავს იმდენად სუსტად, რომ კომპრომისზე წასვლა მოუწიოს.

როგორც წესი, ყველა სავარაუდო ვარიანტებს შორის განიხილება „შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს“, თუმცა, არავინ ფიქრობს იმაზე რომ შესაძლებელია იყოს სულ სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარეს ერთნაირად არ აწყობს.

სადღეისოდ, ბევრად უფრო რეალისტური ჩანს, რომ ვერც ერთი მხარე ამ ომს ვერ მოიგებს, და ორივე ერთნაირად წაგებული დარჩება.

საქართველოში ყველა ამბობს, რომ რუსეთი ჩიხშია შესული და პუტინს სასწრაფოდ სჭირდება ომიდან გამოსვლა, ოღონდ ამისთვის მას თუნდაც მცირე, მაგრამ ხელშესახები გამარჯვება სჭირდება. ეს მართლაც ასეა - თვითონ ის ფაქტი, რომ რუსეთმა ხელი აიღო კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქების დაკავებაზე - უკვე წაგების ტოლფასია.

მას შეუძლია საკუთარი მოსახლეობა პროპაგანდით გააბრუო და დააჯეროს, რომ კიევის და მთელი უკრაინის დაპყრობის ჩანაფიქრი არც ჰქონია - სინამდვილეში ის მხოლოდ დონბასის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. თუმცა, ვისაც კი ოდნავ მაინც შერჩა საღი გონება, მათ შორის რუსეთში, ყველა კარგად ხდება, რომ პირვანდელი ჩანაფიქრი სწორედ ასეთი იყო - კიევის აღება და შემდეგ მთელი უკრაინის გაკონტროლება.

პუტინს რაც შეიძლება სწრაფად სურს ომიდან გასვლა - ომი მის ჯარს და ქვეყანას ანგრევს, სანქციები ახრჩობენ ეკონომიკას და მალე მას ომისთვის ფული არ დარჩება. ამიტომაც, ის მთელ ძალებს დონბასის და ყირიმის ხაზის გაფართოებას და გამყარებას მოახმარს, შემდეგ კი ომის დასრულებას დაიწყებს.

 თუმცა, ეს მხოლოდ მისი გეგმაა, რომლის აღსრულებასაც ხელს უშლის ურჩი უკრაინის არმია. დღეს დრო ნამდვილად მოსკოვის წინააღმდეგ მუშაობს.

თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ წამზომი მაინც და მაინც უკრაინის სასარგებლოდ ითვლის დროს. რა თქმა უნდა, უკრაინელმა ხალხმა დიდ წარმატებას მიაღწია, რომ რუსეთმა ისინი არათუ ვერ დაიპყრო, არამედ ეს ფაქტი საჯაროდ აღიარა კიდეც. მაგრამ ამასთან ერთად, ომის ყოველი დამატებითი დღე უკრაინისთვის მეტ მსხვერპლს, მეტ ნგრევას და მეტ უბედურებას ნიშნავს. რაკეტები და ბომბები არა რუსეთის, არამედ უკრაინის ტერიტორიაზე ეცემა და სწორედ უკრაინა გრძნობს თავის თავზე ამ ომის წარმოუდგენელ სისასტიკეს.

 ისევე, როგორც რუსეთს, უკრაინასაც რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება ომის დასრულება. ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ სამხედრო გამარჯვებისთვის ძალები არც ერთ მხარეს არ ჰყოფნის. რუსეთი ვერ გადადის გარდამტეხ შეტევაზე, მაგრამ იმის ძალები კი აქვს, რომ უკვე დაკავებული ტერიტორიები გაამაგროს, გააფართოოს, და არ დათმოს.

უკრაინასაც, საკმარისად აქვს ძალები, რომ არ დაკარგოს ის, რაც დღეს მის კონტროლქვეშაა, მაგრამ არ ჰყოფნის ძალები იმისთვის, რომ მტრისგან ოკუპირებული ტერიტორიები გაასუფთაოს.

უკრაინაში აშკარაა ჩიხის ნიშნები.

ამ შემთხვევაში ყველაზე ლოგიკური დასასრული იქნება არც ერთის მოგება და არც ერთს წაგება, არც მწვადი და არც შამფური - კონფლიქტის გაყინვა. გაყინული კონფლიქტი - ძალიან ცუდი მოვლენაა. ის პრობლემას არ წყვეტს და მის გადაწყვეტას მომავალი თაობების საქმედ ხდის. ეს ის ვითარებაა, როდესაც შვილიშვილები ბაბუების ცოდვებს სისხლით ამოისყიდიან.

თუმცა კონკრეტულად დღეს, სამხედრო პარიტეტის და უკიდურესად მაღალი ფსონების პირობებში ამ საშინელი ომის შეჩერების ერთად-ერთი რეალისტური გამოსავალი ჩანს. ეს იქნება ახალი დიდი ომის საწინდარი, ნაღმი, რომელიც წლების შემდეგ ისევ აფეთქდება.

გადავადება - ყველა შემთხვევაში ცუდია, ორივე მხარე წაგებული და უკმაყოფილო დარჩება - მაგრამ დღევანდელ პირობებში ამ სასაკლაოს შეჩერების სხვა არანაირი ვარიანტი არ ჩანს.

შესაძლოა, ეს თავისთავად მოხდეს:

-       არ იქნება გაფორმებული ზავი, არ მოეწერება ხელი არანაირ კონკრეტულ შეთანხმებას, რომელიც ომის შეწყვეტის კონკრეტულ პირობებს განსაზღვრავს. არ იქნება აქტი კაპიტულაციის შესახებ და ვერც ერთი მხარე ვერ გამოაცხადებს თავის თავს უპირობო გამარჯვებულად - გამარჯვება გაფორმებული მიღწევების და სამხედრო უპირატესობის პოლიტიკაში ასახვის გარეშე - გამარჯვება არაა.

-       არაფერი არ იქნება - უბრალოდ, ერთ დღეს პუტინი გადაწყვეტს, რომ საკმარისია, და მოულოდნელად, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე სროლა შეწყდება. ომი არ დასრულდება - ის უბრალოდ დროებით შეწყდება ისე, რომ არავინ იცის ეს „დროებით“ რამდენ ხანს გაგრძელდება - ერთი კვირა თუ 100 წელი.

 სწორედ ესაა გაყინული კონფლიქტის თავისებურება -  წაგებულ მხარეს მარცხის აღიარება არ უწევს.

თენგიზ აბლოთია