Ukraine’s air defenses neutralize 718 Russian aerial threats, including seven missiles
War update: 183 clashes on front lines over past day
Around 50 Russian drones, five missiles detected over Volyn region overnight
Russia's war casualty toll in Ukraine rises by 1,050 over past day
US Senate will soon approve tough sanctions against Russia, China, India – Graham
EU considering EUR 100B fund for Ukraine – Bloomberg
US position on support for Ukraine remains unchanged – State Department
SBU detains Russian agent who planned bombing at hotel in Rivne

უკანასკნელი ქართველი მეფის აღსასრული

07.02.2021 ნახვები: 1219

იმერეთის უკანასკნელ მეფეს - სოლომონს უზომოდ უყვარდა საკუთარი მეუღლე, დედოფალი - დადიანის ქალი მარიამი. რუსთაგან მეფის განდევნის შემდეგ დედოფალი დაატყვევეს. სოლომონს ძალიან ენატრებოდა ცოლის ნახვა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ახალციხის საფაშოდან მთავარმმართებელს დირბის არქიმანდრიტი გაუგზავნა და თხოვა დედოფლისთვის მიეცათ მეფესთან ახალციხეში ჩასვლის უფლება.

ღირსეული მტერი ამ თხოვნას დათანხმდებოდა, მაგრამ რუსები არასოდეს ყოფილან ღირსეული მტრები. მეფეს ერთგული და მოსიყვარულე ცოლის ნახვის ბოლო იმედიც მოუკლეს. დედოფალი თავის მულთან ერთად რუსეთში გადაასახლეს.

1815-წლის 16- მაისს მთავარმმართებლის წერილმა დედოფალს შეატყობინა, რომ გაძევებული მეფე სოლომონი გულის დაავადებით გარდაიცვალა. ამ დროს დარდით გულგასენილი მეფე მხოლოდ 42 წლისა იყო. დედოფალს სუნთქვა შეეკრა და გონება დაკარგა. გონს მოსული კი სისხლის ცრემლებით ივედრებოდა მიეცათ მისთვის ნება სამშობლოში ჩასულიყო და ოსმალეთიდან საყვარელი მეუღლის ცხედარი ჩამოესვენებინა, რათა ისე დაეტირებინა ქმარი, როგორც ეს მეგრელი ქალების წესი იყო.

დედოფალი იმპერატორის მინისტრებს სწერდა, რომ გააფთრებულს სურდა საკუთარი ხორცი სულისთვის გამოეგლიჯა, რათა საყვარელ მეუღლეს, რომელსაც არანაირი ბრალი არ მიუძღოდა და მხოლოდ სამშობლოს იცავდა, მალე შეერთებოდა.

გატანჯულ და პირზე სულმომდგარ დედოფალს მთელი ერთი წელი არ უპასუხეს, ბოლოს კი უარი უთხრეს...

მალე რუსებმა საქართველოს ეკლესიის ბოლო წინამძღოლიც - დოსითეოსიც უპატიოდ გაუყენეს გადასახლების გზას, რომელსაც მამაშვილური მიმოწერა ჰქონდა გაძევებულ სოლომონთან. დოსითეოსი არაგვის სანაპიროსთამ ტომარაში მოახრჩვეს და გვამი მდინარეში გადააგდეს.

საარაკოდ გატანჯული, ოსმალეთში გარდაიცვლილი, სოლომონი მეფის საფლავზე ასეთი ეპიტაფია წარწერეს:
,,უფალო, შენ გაგესამართლებინოს ჩემი მტრები, შენ ებრძოლე მათ, რომლებიც მე მებრძოდნენ"

ასე გადასცა საქართველოს ბოლო მეფემ ღვთიურ მსჯავრს რუსეთი.

ავტორი: ბექა ჭიჭინაძე, მკვლევარი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა