ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება
Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD

ანდრეი სიბიგა - მოსკოვში ტერორისტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პუტინისთვის ერთადერთი გამოსავალი ომის დაუყოვნებლივ დასრულებაა

02.06.2026 ნახვები: 296

რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული საშინელი თავდასხმის ერთადერთი მიზეზი, რომლის დროსაც სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, არის ის, რომ პუტინი ომის დამნაშავე და ხელმოცარულია, რომელსაც ტერორის გარდა სხვა „კოზირი“ არ გააჩნია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინის პარტნიორებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან რუსეთის ტერორის შესაჩერებლად.

„შეგვიძლია შევცვალოთ რუსეთის უნარი, გააგრძელოს ტერორი. მოვუწოდებ პარტნიორებს, იმოქმედონ და არა მხოლოდ დაგმონ. არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია. პირველი - გამოიყენეთ განბლოკილი ევროპული მშვიდობის ფონდი PURL პროგრამის დასაფინანსებლად და უკრაინისთვის Patriot-ის დამატებითი სისტემებისა და რაკეტების შესაძენად. განავითარეთ ანტიბალისტიკური კოალიცია. გაზარდეთ ინვესტიციები უკრაინის შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებში. მეორე - გაზარდეთ ზეწოლა რუსეთზე ახალი სანქციების, მებრძოლებისთვის მოგზაურობის აკრძალვის, გაყინული აქტივების სრული გამოყენებისა და იზოლაციის გზით. მესამე - გადადგით დიდი ხნის ნანატრი სტრატეგიული ნაბიჯები, როგორიცაა უკრაინისთვის ევროკავშირის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, მოსკოვში უნდა გააცნობიერონ, რომ სასტიკი თავდასხმები ვერაფერს მოუტანს მათ.

„მოსკოვში ტერორისტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სასტიკი თავდასხმები ვერაფერს მოუტანს მათ, რომ მათი რეჟიმის ქმედებებისთვის კიდევ უფრო დიდი ფასის გადახდა მოუწევთ, რომ პუტინისთვის ერთადერთი გამოსავალი ამ ომის დაუყოვნებლივ დასრულებაა. სამშვიდობო მცდელობები მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, როდესაც ისინი მოსკოვზე რეალური ზეწოლით იქნება განმტკიცებული“, - წერს სიბიგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა