ნიკა მელია - სააკაშვილმა საჯარო ინტერესს უნდა უპასუხოს თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა
ნიკოლ ფაშინიანი - ვიდრე სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად არ შეიტანს, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც
ბოლნისში, დედამ 7 წლის შვილი მოკლა
დათო გამცემლიძე - მიშას "ბულდოზერი ანუ თამაში -„ყველანი ხომ მაინც მიშას ხალხი არიან“ დასრულდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა

01.06.2026 ნახვები: 206

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო მუშაობას შეუდგა.

შსს-ს ინფორმაციით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.

მათივე ცნობით, სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და, განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.

„საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას განახორციელებენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა