გოჩა მირცხულავა - თქვენ კი ვამპირ ღამურებს დაემსგავსეთ, რომლებიც საკუთარი საზოგადოების სისხლით იკვებებიან
კაია კალასი - ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ
პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 სამართალდამცავი დააკავა
თამარ ონიანი - პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს
დონალდ ტრამპი - ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას ოდესმე არსებულზე უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ
ბენ ჰოჯესი - უკრაინას ყირიმის გასათავისუფლებლად საჭირო რესურსები აქვს
მიხეილ სააკაშვილი - უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის და მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
„ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს - ფაქტები მუქარით არ იცვლება, თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება

„ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს - ფაქტები მუქარით არ იცვლება, თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება

28.05.2026 ნახვები: 226

პატივცემულო, ბატონო კობახიძე - თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება“ - თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ, - „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი, ჯონ უოლტერსი გიორგი კანდელაკის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„პატივცემულო, ბატონო კობახიძე, ამ ანგარიშის გამომცემელი „ჰადსონის ინსტიტუტია“. როგორც „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ამ კვლევისა და დასკვნების უკან ვდგავარ. ფაქტები მუქარით არ იცვლება. თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება“ - თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ“, - წერს ჯონ უოლტერსი X-ზე.

როგორც ცნობილია, გიორგი კანდელაკი ლუკ კოფისთან ერთად საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ „ჰადსონის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორია.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე“ და ამაში „პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა“, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის „ღალატის ფორმულა“.

„ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის. ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არის ღალატის ფორმულა, ბატონი კანდელაკი. ჩვენ ვიცით მისი წარსული საქმიანობა, ვიცით დღეს რას აკეთებს. არ ვიცი, შეიძლება სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი სახელმწიფო უწყების საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა