მიხეილ სააკაშვილი - ალიანსის მიერ დაანონსებულ ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს
პროკურორი ელისო კილაძეზე - სანამ პროცესი დაიხურებოდა, ის გარკვეულ შეთქმულების თეორიებზე საუბრობდა და სასამართლოს რაღაც გაურკვეველ ინფორმაციას აწვდიდა
აშშ-ის საელჩო საქართველოში - შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის, მათ შორის ოთარ ფარცხალაძის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო
კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფ მერაბ მახარაშვილს დახმარება სჭირდება
ნიკა გვარამია - საქართველოში იმყოფება აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია
„ბიბისი“ - მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა
2026-27 წლების ჩემპიონთა ლიგის 29 მონაწილე

მიხეილ სააკაშვილი - ალიანსის მიერ დაანონსებულ ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს

25.05.2026 ნახვები: 171

ალიანსის მიერ დაანონსებულ ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს - მეც ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ როცა საქმე სახალხო გამოვლინებას ეხება, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს, - ამის შესახებ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

სააკაშვილის იმასაც აღნიშნავს, რომ შემდგომშიც გააგრძელებს „გულწრფელი აზრის ხმამაღლა გამოთქმას”.

„ალიანსის მიერ დაანონსებულ ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს.

თუ არ მოგვწონს საქართველოს უკიდურესი დამცირება და განადგურება, ვეწინააღმდეგებით ამ რეჟიმს, უნდა დავდგეთ ერთად, მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი. მეც ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ როცა საქმე სახალხო გამოვლინებას ეხება, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს.

მთავარია ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ. მე გავაგრძელებ ჩემი გულწრფელი აზრის შემდგომშიც ხმამაღლა გამოთქმას”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა