მიხეილ სააკაშვილი - ალიანსის მიერ დაანონსებულ ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს
პროკურორი ელისო კილაძეზე - სანამ პროცესი დაიხურებოდა, ის გარკვეულ შეთქმულების თეორიებზე საუბრობდა და სასამართლოს რაღაც გაურკვეველ ინფორმაციას აწვდიდა
აშშ-ის საელჩო საქართველოში - შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის, მათ შორის ოთარ ფარცხალაძის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო
კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფ მერაბ მახარაშვილს დახმარება სჭირდება
ნიკა გვარამია - საქართველოში იმყოფება აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია
„ბიბისი“ - მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა
2026-27 წლების ჩემპიონთა ლიგის 29 მონაწილე

აშშ-ის საელჩო საქართველოში - შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე

25.05.2026 ნახვები: 212

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ისინი საქართველოში გუშინ, 24 მაისს, ჩამოვიდნენ და ქვეყანაში 29 მაისამდე დარჩებიან.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრა ასევე იგეგმება რელიგიურ ლიდერებთან.

„შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე, ასევე ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდაზე“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენელი, სპეციალური თანაშემწე, ჩარლზ იოქი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა