ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector
U.S. Department of State approves sale of Hawk missile system equipment to Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Yermak says he believes in Ukrainian justice
Ukraine to receive about USD 40 M from Japan for critical recovery efforts

ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს

22.05.2026 ნახვები: 171

აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს, წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც სამდღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა.
 
"ჰაი, დავბრუნდი, ისევ ისე მიყვარხართ როგორც მიყვარდით :)) შეიძლება უფრო მეტადაც კი.
დანარჩენს მერე მოგიყვებით.
ეს რა სიგიჟე ხდება დიუშენის ბავშვებს, 300 ათასი ლარი შეუგროვეს სტუდენტებმა და მოქალაქეებმა.
აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები. აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს", - წერს ჟორჟოლიანი. 
 
შეგახსენებთ, 

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, იზოლატორი დატოვა.

მას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 მაისს შეუფარდა. ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა