ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector
U.S. Department of State approves sale of Hawk missile system equipment to Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Yermak says he believes in Ukrainian justice
Ukraine to receive about USD 40 M from Japan for critical recovery efforts

ნიკოლ ფაშინიანი - საქართველო საკვანძო როლს ასრულებს სომხურ-ევროპულ ურთიერთობებში

22.05.2026 ნახვები: 201

სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან ურთიერთობებით არ განისაზღვრება, - გამოცემა Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს არაფერი აქვს საერთო მესამე მხარესთან ურთიერთობებთან. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და ასეთად დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

Armenpress-ის ცნობით, ფაშინიანმა ამის შესახებ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის კომენტარს რომ "ადგილობრივი აგენტურის და მათი უცხოელი პატრონების მხრიდან არის მცდელობა, რაღაცნაირად დაგვაპირისპირონ სომხეთთან."

ფაშინიანის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში.

„რაც შეეხება საქართველოს, ნათლად განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში და ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული სიტუაციით. მიგვაჩნია, რომ ეს სიტუაცია უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა