Axios - ტრამპი ახლოსაა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებასთან
გიორგი ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება
ელისო კილაძე - ბრალს არ ვაღიარებ
ალენ ბერსე - ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
ადვოკატი ზურაb თოდუას - ბენ ანორს „ქოლცენტრებთან“ თანამშრომლობად უთვლიან „ექსელის“ მსგავსი პროგრამის გაყიდვას, ელისო კილაძე კი, სავარაუდოდ, ჩვენს მიერ წარდგენილი ჩანაწერის საფუძველზე დააკავეს
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ ერთ წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით
საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

გიორგი ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება

18.02.2026 ნახვები: 174

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბაჩიაშვილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე.

„სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე“, - აცხადებენ პროკურატურაში.

თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს დაეკისრა 50 000 ლარის ჯარიმა და ერთი წელი პირობითი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

ლევან მახარაშვილის თქმით, დასრულდა ყველა საქმე, მათ შორის - ბაჩიაშვილის მშობლების.

„ყველა საქმე დასრულდა, სამოქალაქოც და სისხლიც, მშობლების საქმეც შეწყდა. დაეკისრა 50 ათასი ლარი და ერთი წელი პირობითი. 9 თვე მოხდილი აქვს და 3 თვე დარჩა პირობითი“, - განაცხადა ადვოკატმა.

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა