მისი თქმით, არასათანადო მოპყრობა არასდროს არის გამართლებული.
„ამ დასკვნებს მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ“, - წერს ალენ ბერსე.
გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ ევროსაბჭო მზადაა მხარი დაუჭიროს რეფორმებს.
შეგახსენებთ, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს განხორციელებული ვიზიტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.