ირაკლი კობახიძე - საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ ერთ წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით
საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
Russia loses 740 soldiers, one air defense system in war against Ukraine over past day
Border guards destroy 'Msta-S' self-propelled howitzer with drones in Southern Slobozhanshchyna sector
USF strikes 240 targets in Russian rear over 48 days
Poland may take part in Board of Peace only as observer, Tusk says
Ukraine’s forces stop Russian advance on Lyman front using night FPV drones
Ignat denies reports of foreign F-16 pilots operating in Ukraine

ირაკლი კობახიძე - საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ ერთ წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით

18.02.2026 ნახვები: 171

საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ ერთ წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები.

„ჩვენი უხეში გაანგარიშებით და მინდა, გითხრათ, რომ გააქტიურებულია მიგრაციის დეპარტამენტის მუშაობა და ჩვენ, სავარაუდოდ, დაახლოებით ერთ თვეში, მაქსიმუმ აპრილში გვექნება დაზუსტებული მონაცემები არალეგალური მიგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საქართველოში შეადგენს, დაახლოებით, 20 000-ს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაახლოებით, ორ თვეში მაქსიმუმ გვექნება დაზუსტებული მონაცემები. 107 000+20 000 – ეს არის მთლიანობაში 127 000, ამას ემატება, დაახლოებით 125 000-მდე უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბინადრობის და ნებართვის გარეშე იმყოფება საქართველოში. რჩება, დაახლოებით, 100 000 მიგრანტი ამის მიღმა. საიდან მოდის ეს მაჩვენებელი – საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ ერთ წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, ერთის გამოკლებით, სარგებლობს ამ პრივილეგიით საქართველოში, არა მარტო ევროკავშირის, არამედ ევროპის ყველა ქვეყანაზეა საუბარი. ამ პრივილეგიით სარგებლობს ასევე შუა აზიის ყველა ქვეყანა და ე.წ. ყურის ყველა ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა