აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ მათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ. მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, რომ ვეღარ აღდგეს, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ ირანისკენ გაგზავნილ ავიამზიდზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც მისი ჩაძირვა შეუძლია.
„ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანის მიმართულებით ავიამზიდი გამოგზავნეს. ძალიან კარგი, ავიამზიდი საშიში მოწყობილობაა, მაგრამ ავიამზიდზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც მისი ზღვის ფსკერზე გაგზავნა შეუძლია“, - აღნიშნა ხამენეიმ.
შეგახსენებთ, ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ომანის საელჩოში იმართება. ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.