კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედია კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხანძარი ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა.
„თავდასხმის შედეგად ავზი დაზიანდა. ხანძრის ფართობი დაახლოებით 700 კვადრატული მეტრია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 151 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.