გგიორგი ვაშაძე - რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია
გიორგი ვაშაძე - ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა წარმატებით მოახერხა აშშ-თან თანამშრომლობა გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციის შენარჩუნებით
დონალდ ტრამპი - პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ
ირაკლი კობახიძე - როდესაც ჯანდაცვას ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კვალიფიციური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით
დონალდ ტრამპი - ჩვენ გვყავს დიდი ძალები, რომლებიც ირანისკენ მიემართებიან, ბევრი გემი გვყავს ამ მიმართულებით, არ მინდა, რამე მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მათ
დონალდ ტრამპი - გრენლანდიასთან დაკავშირებული პერსპექტიული შეთანხმება აშშ-ს საშუალებას მისცემს, გააკეთოს ის, რაც სურს
Trump called his meeting with Zelensky in Davos “good”

ირაკლი კობახიძე - როდესაც ჯანდაცვას ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კვალიფიციური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით

23.01.2026 ნახვები: 189

ირაკლი კობახიძე განათლების შემდეგ, ჯანდაცვის რეფორმასაც აანონსებს. როგორც მან "იმედის" ეთერში განაცხადა, განათლების მსგავსად, რეფორმა ჯანდაცვაშიც არის საჭირო.

„რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ვითარდება სისტემა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა ჯანდაცვის სფეროში, რომ, მათ შორის, მთელი რიგი მიმართულებებით არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიდის სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ სისტემურად მივუდგებით ამ საკითხს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში უზრუნველვყოთ, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, სამედიცინო მომსახურების ის ხარისხი, რაც არის დღეს უზრუნველყოფილი, მაგალითად თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში ან ავსტრიაში. ეს არის შესაძლებელი. ამას სჭირდება არა დინებაზე მიყოლა, არამედ შესაბამისი სტრატეგიული გეგმა.

ყველა მიმართულებით გვინდა, რომ დავდოთ ასეთი სტრატეგიული გეგმა, რაც მოგვცემს არა ეტაპობრივი შედეგების მიღწევის საშუალებას, არამედ მოგვცემს გარდამტეხი ცვლილებების მიღწევის საშუალებას. ეს გეგმა მომზადდება ძალიან ახლო მომავალში და ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული. თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვისაც ვართ მზად. ოპონენტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, სადაც კომპეტენცია არის ძალიან მწირი, პრაქტიკულად, კომპეტენტური პარტია თითქმის აღარ დარჩა ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული პარტია, თუმცა ჩვენ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ ამ დისკუსიების თემას და აქაც მნიშვნელოვანია დარგის ნამდვილი სპეციალისტების ჩართულობა. როდესაც ჯანდაცვას ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კვალიფიციური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ყველა სექტორის წარმომადგენლებთან ვართ მზად დისკუსიისთვის, მათ შორის, ოპონირების რეჟიმში“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობას სურს, რომ სტრატეგიულად დაგეგმოს ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, რისთვისაც უკვე დააანონსა, რომ 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა.

„ეს იქნება 11-წლიანი გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და კონკრეტული ქმედებები, რომელთა საფუძველზეც მიზნები უნდა შესრულდეს. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, განათლებაზე უკვე გვქონდა, შესაბამისი კონცეფცია იმიტომ წარვადგინეთ, რომ პრაქტიკულად ერთ ადგილს ვტკეპნიდით განათლების მიმართულებით, თვითდინებით, მცირედით ვითარდებოდა სისტემა, მაგრამ არავითარი არსებითი შედეგი არ მიიღწეოდა. სწორედ ამიტომ წარვადგინეთ ჩვენ განათლების რეფორმის ამბიციური გეგმა“, - აღნიშნა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა